"საკანონმდებლო მაცნეს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პირადად წარადგინა და აღნიშნა, რომ "საკანონმდებლო მაცნეს" ჯონი კვინიკაძე უხელმძღვანელებს.
წულუკიანის განმარტებით, "საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარის პოსტზე კვინიკაძე 1-ელ იანვარს დაინიშნა.
"მინდა მივმართო კოლეგა-მინისტრებს, რომ დააფასონ "საკანონმდებლო მაცნეს" თანამშრომლების მუშაობა და არ მოსთხოვონ ღამის თორმეტ საათზე მოვიდნენ, რათა რაღაც ტექსტია გამოსაქვეყნებელი", - აღნიშნა წულუკიანმა.