სიღნაღის რაიონის ერთ - ერთ სოფელში ახალშობილი ტუალეტში ჩაგდებული იპოვეს. ჩვილის ძებნა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობიარემ წნორის სამედიცინო ცენტრს მიმართა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნუკრი ყარალაშვილმა განუცხადა, თავდაპირველად პაციენტი არ ამხელდა, რომ ბავშვი გააჩინა.
„ექიმმა როცა გასინჯა, დაადგინა, რომ ქალს ბავშვი ჰყავდა გაჩენილი. როცა ჰკითხეს, ბავშვი სად იყო, ამბობდა, რომ არ იცოდა თუ იმშობიარა. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ", - განაცხადა ნუკრი ყარალაშვილმა.
პოლიციელებმა ახალშობილი ტუალეტში ჩაგდებული იპოვეს. ჩვილი გარდაცვლილი იყო.
საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს. სამართალდამცავებს ჩვილის დედა ჯერ არ დაუკავებიათ. გარდაცვლილი ჩვილი ქალბატონისთვის მესამე შვილი იყო.