"თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გია გვიჩიანის დაპატიმრება სანდრო გირგვლიანის საქმის გადაფარვას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მინისტრის თქმით, გვიჩიანისთვის უვადო პატიმრობის მისჯით და ტელედაჭერით სურდათ გირგვლიანის საქმის გადაფარვა.
"ეს იყო გირგვლიანის საქმის გადასაფარად. ბატონი გვიჩიანი, იმედი მაქვს, უკვე მალე გამოვა ციხიდან და ის თავად მოგახსენებთ, ვინ სტუმრობდა ხოლმე ციხეში და როგორ მოხდა მისი ტელედაჭერა, რომ გადაფარულიყო სხვა საშინელებები", - განაცხადა იუსტიციის მინიტრმა.
შგახსენებთ, რომ პროკურატურა 2002 წელს ,,თელასის" ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკველობის საქმეს ხელახლა გამოიძებს, __აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნიკოლაიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმეში ახალი გარემოები გამოკვეთა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოითხოვა საქმეში არსებულ ექსპერტიზის მასალების აშშ-ში გადამოწმება, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმეში არსებული დასკვნები არ დაემთხვა აშშ-ში ჩატარებულ ექსპერტიზას.
"ვინაიდან სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს საქართველოს პროკურატურას ხელთ გააჩნდა ეს მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი, ამიტომ სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქმის გადასინჯვის შუამდგომლობის მიმართვის მიზნით ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნებს გადავცემთ გია გვიჩიანის ინტერსების დამცველ გელა ნიკოლაიშვილს", - განაცხადა დავით ნიკოლაშვილმა და ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახის წევრებს, მათთვის მტკივნეული ამბის გახსენებისთვის და იმის აღიარებისთვის, რომ ლომინაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია ბოდიში მოუხადა.
,,იმისათვის, რათა დადგინდეს, თუ რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს, მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 332-ე მუხლით გამოძიების დაწყების თაობაზე", - განაცხადა დავით ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლდნენ გია გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გარდა დანარჩენ პირებზე საპროცესო გარიგება გაფორმდა. გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას კი ლომინაძის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.