არავინ იცის, რატომ ზის ციხეში კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე ლევან ცინცაძე - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"ლევან ცინცაძე რისთვის ზის ციხეში, ხომ არ იცით? არავინ არ იცის, რატომ ზის ეს ადამიანი ციხეში", - აღნიშნა წულუკიანმა.
შესაბამისად თეა წულუკიანმა ეჭვქვეშ დააყენა ლევან ცინცაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ცინცაძის ადვოკატმის ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე არ აპირებს, ძმის მკვლელობის საქმის გადახედვას შეეწინააღმდეგოს.
მისი თქმით, თუ ლევან ცინცაძეს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა, შეუძლია საქმის გადახედვა მოითხოვოს.