დღეს, 30 იანვარს, ყოფილი შს მინისტრის ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. 25 დეკემბერის სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ითხოვა.
,,ბრალდების მხარემ მოითხოვა პროცესის გადადება და საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს კი უფლება აქვს ზეპირი განხილვის გარეშე განიხილოს შუამდგომლობა. ასე, რომ ჩვენი დასწრების გარეშე მოხდა შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისად წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 2013 წლის 30 იანვარს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. მას ასევე ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ასევე 144-ე პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 9-დან 15-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.