დღეს, 30 იანვარს, საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი იწყება -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განუცხადა.
კუბლაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან ხელისუფლების ყველა შტოს პასიხისმგებელ პირებს, მათ შორის თავად კოტე კუბლაშვილსაც.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისია საქართველოში ,,ამნისტიის შესახებ" კანონსა და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების გამო ჩამოდის.