კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობისათვის უკრაინის შს სამინისტროს საგარეო დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელს ალექსეი პუკაჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
გამოიძიებით დადგინდა, რომ პუკაჩმა ჟურნალისტი უკრაინის მაშინდელი შს მინისტრისგან იური კრავჩენკოს ბრძანებით მოკლა 2000 წლის შემოდგომაზე.
პუკაჩი ძებნაში 2005 წლიდან იმყოფებოდა და 2009 წელს იგი დააკავეს.
2008 წელს პუკაჩის სამი ხელქვეითი სამართალდამცავი ასევე ბრალდებულებად აღიარეს ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობაში და მათ გრძელვადიანი პატიმრობები მიესაჯათ.
აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 4 მარტს უკრაინის მაშინდელი შს მინისტრი იური კრავჩენკო საკუთარ აკარაკზე მკვდარი იპოვეს. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სწორედ ამ დღეს კრავჩენკო პროკურატურაში ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკითხვაზე დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის შს სამინისტროს საგარეო დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელის ალექსეი პუკაჩის ბრალეულობა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დადასტურებულად მიიჩნია.
განაჩენის ტექსტში ასევე აღნიშნული, რომ პუკაჩმა თავისი ბრალი მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ ბრძანება ღონღაძის მკვლელობის შესახებ მან უკრაინის მაშინდელი შს მინისტრისგან იური კრავჩენკოსგან მიიღო. თან თავის ჩვენებებში ამტკიცებს, რომ მას ჟურნალისტის მოკვლა არ სურდა.
მან ასევე აღიარა, რომ ისინი გიორგი ღონღაძეს უთვალთვალებდნენ და ისიც რომ იგი მას ქამრით ახრჩობდა, თუმცა მის მოკვლას არ აპირებდა - "უბრალოდ, ასე მოხდა".
პუკაჩმა ასევე აღიარა, რომ თავად მოაჭრა თავი მოკლული ჟურნალისტის ცხედარს და ტანი სხვა ადგილზე დამარხა.