სამართალდამცავებმა აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი გია ემირიძე დააკავეს. ამ დროისათვის ემირიძის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, და შესაბამისად უცნობია თუ რა დანაშაულის გამო დააკავეს შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი.
თუმცა ცნობილია, რომ ემირიძე ბათუმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტშია გადაყვანილი.
ემირიძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც განიხილებოდა.