ხვალ, 16 თებერვალს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საბურთალოს ქუჩაზე არსებულ კლდეს ერთ ფერში, შავი კონტურით მოხატავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრეისტორიული ფიგურები ქვის ფაქტურაზე მინიმალისტური ფორმატით იქნება შესრულებული. პრეისტორიული არტის შექმნა სამ დღეს გაგრძელდება.
პროექტის ავტორები არიან ქეთათო ჩარკვიანი და მაკა ბატიაშვილი.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.