დეპუტატები, რომლებიც დაკითხვაზე არ გამოცხადდებიან მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გაატარდება", _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამის მეთოდებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
,,ფორმებზე ვფიქრობთ, რადგან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, დეპუტატს აქვს ვალდებულება მოწმის სახით დააკითხინოს თავი საგამოძიებო ორგანოებს", -განაცხადა წულუკიანმა.