ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მსჯავრდებულთა საქმეები გადააგზავნა სასამართლოებში. საქმეების განხილვის შედეგად მსჯავრდებულები ეტაპობრივად დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
2013 წლის 28 იანვარს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 112 ბრალდებული/მსჯავრდებული.
2013 წლის 28 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 3 961-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 134-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 130) და 6-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება - 1, №17 დაწესებულება - 4, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.