კომპანია ,,ბერტაში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა კომპანიაში საგამოძიებო უწყების შესვლა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის საქმეს უკავშირდება.
"საგამოძიებო სამსახურის კომპანიაში შესვლა ცეზარ ჩოჩელის საქმეს უკავშირდება', -აცხადებენ პრესსამსახურში და აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ,,ბერტაში" გუშინაც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,ბერტა" ცეზარ ჩოჩელის ძმის იაგო ჩოჩელის საკუთრებაა.