სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილ მაღალჩინოსნები დაკავებებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებთან ნანუაშვილმა განაცხადა სახალხო დამცველი აპარატის უახლოეს მომავალში მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით სპეციალურ დასკვნებს გამოაქვეყნებს.
სახალხო დამცველმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, ბევრი დარღვევა იკვეთება.
,,ჩვენი მხრიდან მომზადებულია და ძალიან მალე გამოქვეყნდება სპეციალური დასკვები, რომელიც ეხება გახმაურებულ დაკავებებს მათ შორის, გუნავას, ახალაიას და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს", _განაცხადა ნანუაშვილმა.