"წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერები, დავით თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე და ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. სარჩელის ავტორები საკონსტიტუციო ჩანაწერის ბათილად ცნობას და სააკაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. საუბარია 20069 წლის საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 9 თვით გაიხანგრძლივა.
განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეს დაჩქარებული წესით, 29 იანვარს ანუ დღეს გახდება ცნობილი. პირველი სხდომა სწორედ დღეისთვისაა ჩანიშნული.
სასამართლოში მოსარჩელეების მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. ეს ხდება იმიტომ, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის გაუქმებასაც სარჩელის ავტორები მოითხოვენ, 2006 წელს სწორედ პარლამენტმა განახორციელა.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო.