შეწყალების საკითხთა კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა. პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. კომისიას კვლავ ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს. მის შემადგელობაში კი შედიან: დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალ გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, მიტროპოლიტი თეოდორე.
ჩამონათვალში მითითებულია არ არის სახალხო დამცველი, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომისიის დებულება ავტომატურად ითვალისწინებს კომისიაში ომბუდსმენის შეყვანას.
პრეზიდენტის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
წინა კომისიისგან განსხვავებით, ახალ შემადგენლობაში არ არიან მინისტრები და დეპუტატები.