რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ოლქში სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი ე.წ. ქურდული შეკრების "ჩაშვებას", რომელზეც გარდაცვლილი ასლან უსოიანის მომხრეები იყვნენ შეკრებილნი, "დედ ჰასანის" კლანის წარმომადგენლები ქართველებს აბრალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსლი მედია კრიმინალურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მოვლენები ისე ვითარდებოდა როგორც მოსალოდნელი იყო. ამან უბრალოდ დაადასტურა, რომ ტაროს კლანი (უსოიანის მოწინააღმდეგე ტარიელ ონიანი) სლავურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს თავს არ დაანებებს - ხომ სწორედ ტაროს ხალხმა ჩაუშვა მოსკოვის ოლქში მიმდინარე შეკრება. ახლა ქართველები "პასუხს" დაელოდონ", _ აცხადებს კრიმინალურ წრეებში არსებული წყარო რუსულ მედიასთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ასლან უსოიანი, მიუხედავად მისი ქართული წარმოშობისა, სლავური დაჯგუფებების მფარველად მიიჩნეოდა.
დედ ჰასანის მოსაგონარ საღამოზე ის ვერსიაც კი ისმოდა, რომ მისი კვლელები ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. თუმცა დანაშაულებრივ სამყაროში ახლა დიდი ალბათობით საუბრობენ უკვე უსოიანის მკვლელობის სამ შესაძლო შემკვეთზე - ტარიელ ონიანზე, მერაბ ჯანგველაძეზე და როვშან ჯანიევზე. ამასთან ერთად, რუსული მედიის ინფორმაციით, ქურდულ სამყაროში აქტიურად ვრცელდება ხმა იმის შესახებ, რომ ტარო და მერაბი ჰომოსექსუალისტები არიან.
"დედ ჰასანის მოსაგონარ საღამოზე ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ახლა უკვე შესაძლოა რუსეთში ნარკოტიკების დიდი ნაადი შევიდეს. უსოიანი ამ ნაკადს აკავებდა. ტარო და მერაბი კი ნარკოტიკებით არიან დაკავებულნი", _ აცხადებს შეკრებაში მონაწილე ბინმე ანდრეი ალექსანდროვი.
მისივე თქმით, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ასევე დადეს პირობა, რომ დაეხმარებიან იმ ქალს, რომელიც უსოიანზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა და დაინვალიდდა.