საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ორ კვირიანი სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კვარტალური და წლიური ეროვნული ანგარიშების წარმოების არსებული პრაქტიკის შეფასება და ამ მიმართულებით ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ეროვნული ანგარიშების სამმართველოს კვარტალური და წლიური ეროვნული ანგარიშების წარმოებასა და მეტამონაცემების მომზადებაში.