თევზსაჭერი სეინერ "გიორგი"-ს მფლობელმა, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით გადაიხადა. სეინერს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ,რომ 26 დეკემბერს, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს თევზსაჭერი სეინერის „გიორგი"-ს მფლობელი, საქართველოს მოქალაქე მუხრან მამიას ძე ტუღუში.