პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სტატუსის მქონე 25-კაციან სიაში შეყვანილ გელა არჩვაძეზე საქართველოს მასშტაბით ძებნის შეწყვეტის შუამდგომლობით პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს მიმართავს.
არჩვაძე ერთ-ერთია პოლიტდევნილთა სიაში, რომლის სახელის შეცდომით შეყვანის გამო, პროცედურა შეჩერებული იყო. მას სასჯელი სასამართლომ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოუხსნა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტდევნილთა სტატუსი 25- ადამიანს მიენიჭა, ნაწილი მათგანი საქართველოში უკვე დაბრუნდა.