27 იანვარს, საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი-ბექა სულაბერიძე სასტიკად სცემეს, შემდეგ მანქანაში იძულებით ჩასვეს და დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი არ დასტურდება, პოლიციას ამ გვარი-სახელით მოქალაქე არ დაუკავებია და მსგავსი შემთხვევის შესახებ, სამართალდამცველებისთვის არცერთი დაზარალებულის ახლობელს არ მიუმართავს.
შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, იმ შემთხვევაში, თუკი ამ, ან მსგავსი ფაქტების შესახებ, რაიმე ინფორმაცია ექნებათ, მიმართონ გენერალურ ინსპექციას. მედიასაშუალებებს კი სთხოვს, გაშუქებამდე მსგავსი შემთხვევები პრესსამსახურთან გადაამოწმონ.