სოხუმის თეატრის უკვე ყოფილ მმართველს დიმა ჯაინს რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
როგორც აფხაზეთის კონტროლის პალატის მიერ 2008 წლის 8 ოქტომბრის აქტშია ნათქვამი, რომელიც 2006 წლის 1-ლი ივლისიდან 2008 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს, საანგარიშო დროში გაცემული 23 245 ლარიდან დოკუმენტურად დადასტურებული მხოლოდ 7 760 ლარის ხარჯვაა, დაახლოებით 14 000 ლარის თანხაზე კი არასრული დოკუმენტაციაა წარმოდგენილი.
კონტროლის პალატის დასკვნაში ასევე წერია, რომ რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი, როგორც სახსრების ხარჯვასთან, ისე ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის ხელმძღვანელობიდან დიმიტრი ჯაიანი 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გათავისუფლებულია. მის ნაცვად თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა მერაბ ბრეკაშვილი წარადგინა.