ამნისტირებული პატიმრების გათავისუფლების პროცესი 10-15 დღეში დასრულდება, - აღნიშნულის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "პრეს-პრესში" სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა რომ სასამართლოები ეფექტურად მუშაობენ.
"ამნისტიის სრულად ჩატარებისთვის კანონით ორი თვეა განსაზღვრული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სასამართლოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მუშაობენ. უკვე გათავისუფლებულია 2 900-ზე მეტი ადამიანი და მუშაობა ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, დაახლოებით 10-15 დღეში პატიმრების გათავისუფლების პროცესი დასრულდება. თუმცა ეს სრულად არ ნიშნავს ამნისტიის დასრულებას პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მეოთხედის ჩამოკლება, პრობაცია და ეს ყველაფერი ორ თვეში ჩაეტევა", -განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით, ამნისტიის პროცესის დასასრულებლად ორი თვეა განსაზღვრული.