რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ოლქში ერთ ერთ რესტორანში ე.წ. ქურდული შეკრება აღკვეთა და მისი მონაწილე 23 კრიმინალი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ შეკრებაზე რუსი და ბელორუსი ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ შეკრებილნი.
"მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უნდა გადაწყვეტილიყო ბელორუსიდან ჩასული სამი კრიმინალის ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევის საკითხი. ამას გარდა, შეხვედრაზე, რომელიც ერთ ერთი მხცოვანი ე.წ. "ქურდული გენერლის" დაბადების დღის ზეიმის აღნიშვნის საფარქვეშ მიმდინარეობდა უნდა განეხილათ მომავალი მოქმედებები "დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ და ასევე კოორდინირება მოეხდინათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებებისა, რომლებიც ტარიელ ონიანის "კლანს" ექვემდებარებიან", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.