შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული დიმიტრი დ. დააკავეს.
დაკავებული, 2012 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ცენტრალური გათბობის ქვაბებს ეტაპობრივად იპარავდა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები