შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული დავით თ. დააკავეს.
დაკავებულმა, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ელვა მარკეტის" ჯიხური სხვადასხვა დროს ხუთჯერ გაქურდა. ზარალის საერთო რაოდენობა 4400 ლარს შეადგენს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.