ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მეუღლე მარინა გოლბერგი (კალაშოვა) კრიმინალური ტრანსნაციონალური დაჯგუფების The Brothers' Circle წევრთა სიაშია შეყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული ნუსხა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ახლახანს ასევე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსული მაფიის" იმ წარმომადგენელთა სია გაფართოვდა, რომელთა მიმართაც სანქციებია დაწესებული. მხოლოდ მიმდინარე წელს ამერიკელებმა დააწესეს სანქციები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან გამოსული 12 განგსტერისათვის. მათი უმრავლესობა მოკლული "დედ ჰასანის" მაფიოზური კლანის წევრია.
აშშ-ს ხელისფლება კალაშოვის ნებისნიერი იმ აქტივების "გაყინვას" დაიწყებს, რომლებიც აშშ-ს იურისდიქციის ფარგლებში იმყოფება. ასევე ძალაში შემოდის აკრძალვა, რომელიც ამერიკულ ფირმებსა და მოქალაქეებს უკრძალავს შაქროსთან ნებისმიერ გარიგებაში შესვლას.
თავისი გადაწყვეტილება აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ იმით ახსნა, რომ კალაშოვი არის ერთ ერთი საკვანძო სინდიკატი ევრაზიული დანაშაულისა "ძმური წრე", ხოლო მისი საქმიანობა თავის თავში მოიცავს ფულის "გათეთრებას", გამოძალვას, ბიზნესმენების "დაკრიშვას", იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას.
აშშ-ს ხელისუფლება აცხადებს, რომ შაქროს "დიდი კავშირები აქვს რუსეთისა და ევრაზიის ქვეყნების დამნაშავეობრივ დაჯგუფებებში. აშშ-მ კალაშოვის უახლოეს "თანამებრძოლთან" ლაშა შუშანაშვილთან (ლაშა რუსტავსკი) მიმართებაში სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში მიიღო.
სულ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ამ ე.წ. შავ სიაში შედიან: ზაქარია კალაშოვი, ძმები ე.წ. კანონიერი ქურდები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.
რაც შეეხება ზაქარია კალაშოვს ის ამჟამად ესპანეთში სასჯელს "ფულის გათეთრებისთვის" იხდის. თუმცა მიმდინარე 2013 წელს იგი თავისუფლდება. მის ექსტრადაციას საქართველო მოითხოვს სადაც მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები