შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ისანი- სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დავით გ. დააკავეს.
დაკავებულმა, 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯონდო გოგოხიას ავტომანქანას „VIN-კოდი" უნებართვოდ მოხსნა და საკუთარ ავტომანქანას კანონის დარღვევით, დროებით მიამაგრა. შემდეგ, აღნიშნული ავტომანქანა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ლომბარდ შპს „ნოვა კრედიტში" ჩააბარა, რითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დააზარალა. მიყენებული ზარალი 2200 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები