თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი , დავით ჭედია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ჭედია მოწმის სტატუსით იკითხება.
,,დავით ჭედია პრიკურატურაში მოწმის სტატუსით დავიბარეთ. იგი ერთ-ერთი შპს-ს დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით იკითხება"- აცხადებენ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.