"ჯავახკის" აქტივისტი და მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდებით დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით. მასობრივი არეულობების მოწყობის გარდა, ის სასჯელს იარაღის ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. მის გათავისუფლებას სომხეთის კათოლიკოსი შუამდგომლობდა.