ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხვიჩა სანაიას დაკითხვა მიმდინარეობს. სანაიას მედიის წარმომადგენლებთან დაკითხვის დაწყებამდე არ დაუკონკრეტებია რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფება საგამოძიებო უწყებაში.
,,ჩემი დაკითხვა გუშინდელ თემას არ უკავშირდება, სხვა საკითხთან დაკავშირებით ვარ დაბარებული და მზარ ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო', -განაცხადა სანაიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა სანაია დაკითხვაზე საგამოძიებო სამსახურში გუშინაც იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით იკითხებოდა ოპოზიციის წარმომადგენელი.