27 წლის ევან ზაუდერი, ნიუ-ჯერსის ქალაქ პარამასში მდებარე ორთოდოქსული ებრაული სკოლის ყოფილი მასწავლებელი, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდა. ახალგაზრდა პედაგოგი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვასა და გავრცელებაში, ასევე, არასრულწლოვნების ექსპლუატაციაში დაადანაშაულეს.
ამას გარდა, ევანს ბრალად 14 წლის მოზარდთან სექსუალური კონტაქტი ედება. მოზარდი მისი სკოლის მოსწავლე არ იყო და ყოფილმა მასწავლებელმა ის ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დაუმტკიცდა, ზაუდერს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისათვის ის დაპატიმრებულია და ციხეში იმყოფება.
ევან ზაუდერი გასული წლის მაისში დააკავეს. სამართალდამცავებმა, მისი ბინის ჩხრეკის შედეგად, მასწავლებლის პირად კომპიუტერში ასობით საბავშვო პორნოგრაფიული ვიდეო აღმოაჩინეს. ზაუდერმა იეშივას უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც ორთოდოქსალური იუდაიზმის სასწავლო ცენტრია ნიუ-იორკში. აღმზრდელის სტატუსით, ის ხშირად დადიოდა საზაფხულო ტურებში ისრაელში, მოზარდთა ჯგუფებთან ერთად.