შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოდანაშაულისთვის, ისრაელის მოქალაქე, 1955 წელს დაბადებული თენგიზ ჩ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი" ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს III სამმართველო აწარმოებს.