თბილისის ვიცე-მერმა ტარიელ ხიზანეიშვილმა პროკურატურა დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვის შემდეგ ხიზანეიშვილმა განმარტა პროკურატურას შეკითხვები თბილისში ერთ-ერთ მშენებლობის შესახებ ჰქონდა.
,,საქმე ეხებოდა თბილისში ერთ-ერთ მშენებლობას და იყო შეკითხვები, რომელზეც გამოძიებას ამომწურავი პასუხები გავეცი და ამ ეტაპზე მეტი თქმის უფლება არ მაქვს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ტარიელ ხიზანეიშვილმა და აღნიშნა, რომ დაკითხვის დროს სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ვიცე-მერი პროკურატურაში დაკითხვაზე 12:00 საათიდან იმყოფებოდა.