ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ, The Brothers' Circle კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში მყოფ პირს - მარინა გოლდბერგს (ასევე ცნობილი, როგორც მარინა კალაშოვა).
საქართველოს შსს მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ეკონომიკურ სანქციებს საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წევრი პირების წინააღმდეგ. შსს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსგავსი აქციების მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს ამ საქმეში.
ქართული მხარე მოხარულია, რომ შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში და აცხადებს მზადყოფნას მომავალშიც მათ წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებისა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.