ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს, როგორც ვანკუვერში მყოფ საქართველოს დელეგაციასთან, ისე ოლიმპიურ კომიტეტთან. გადმოსვენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება უკვე მიმდინარეობს", - განმარტა კალანდაძემ.
ნოდარ ქუმარიტაშვილს საქართველოში 17 თებერვალს გადმოასვენებენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ოლიმპიური ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაფარიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარჯოში დაშვების დროს დაუღუპა.