წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა მოუწოდა სახელმწიფოებს, განათავსონ თავიანთ ტერიტორიებზე აშშ-ის სახედრო ციხიდან, გუანტანამოდან გათავისულებული და გასათავისუფლებელი პატიმრები. ეს განცხადება მან გაეროს გენერალური ასსამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, გუანტანამოს სამხედრო ციხე 2010 წლამდე უნდა დაიხუროს. აღნიშნული ციხე კუბაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მდებარეობს და იქ ძირითად ტერორიზმში ბრალდებული პატიმრები იმყოფებიან.
როგორც ნოვაკმა აღნიშნა, გუანტანამოს ტყვეთა შორის არის იმ პირთა ჯგუფი, რომლებსაც ამერიკელი მოსამართლეები გაასამართლებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელს ისინი აშშ-ის ციხეებში მოიხდიან. მაგრამ არსებობს გუანტანამოს პატიმართა სხვა გჯუფი, რომელთა საქმეები სასამართლოსთვის გადაცემული ვერ იქნება იმ მიზეზის გამო, რომ მათი ბრალეულობის შესაბამისი დამასმტკიცებელი საბუთები არ არსებობს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ისინი სამშობლოში დაბრუნებული ვერ იქნებიან, თუკი მათYქვეყნებში მათი წამების სერიოზული ალბათობა არსებობს.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ მიესალმება რიგი ქვეყნების მზაობას, მიიღონ თავიანთ ტერიტორიებზე გუანტანამოს ყოფილი პატიმრები და ასევე მოუწოდებს გაეროს სხვა წევრ-სახელმწიფოებს, მათგან აიღონ მაგალითი და მათი განსახლების მოსალოდნელ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
ადრე ვაშინგტონმა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში განაცხადა, რომ გუანტანამოში 500-მდე პატიმარია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოძრაობა "თალიბანის", ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" და მათი მხარდამჭერი დაჯგუფებების წევრები არიან.