მთავარ პროკურატურაში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ტარიელ ლონდარიძე და კახა ბუცხრიკიძე დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროკურატურის პრესსასმსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა.
,,პროკურატურაში არ გვყავს დაბარებული არც ბუცხრიკიძე და არც ლონდარიძე", -განაცხადა პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ტარიელ ლონდარიძე და კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში დაიბარეს.