24 იანვარს, 11:00 საათზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი.