შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადლიის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე (სარეწი ჟურნალის შევსების წესის დარღვევა) თევზსაჭერი სეინერი "BARAQA MADAI" დააკავა.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე HAKIN ILDIZ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად.