შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა გამბიის რესპუბლიკის მოქალაქე იბრაიმა სიდიბას ძე სისოჰო, რომელიც 2013 წლის 22 იანვარს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.