კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქარდავა 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
სასამართლო პროცესზე ქარდავას ადვოკატი 15 000 ლარიანი გირაოს თანხის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ქარდავას 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო პროცესზე განიხილებოდა ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებას ლევან ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ.