შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გიორგი შ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებული ლაშა თოფჩიაშვილი დანით გულმკერდის არეში დაჭრა. შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისათვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.