შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩაქვის საზღვაო რაიონში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის დროშით მცურავი იახტა "HELEN"-ი დააკავეს.
აღნიშნული იახტის კაპიტნის, თურქეთის მოქალაქე TAHSIN SOZEN-ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.