დღეს, 15 თებერვალს, მსოფლიო საზოგადოება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის 21 წლისთავს აღნიშნავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაურმა აცნობა, ამ დღესთან დაკავშირებით აღნიშნული კავშირი ავღანეთის ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შემდეგ კი, "ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირში" ავღანეთის ომის ვეტერანთა მიღება გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სულ ავღანეთში საქართველოს 8 ათასამდე მოქალაქე იმყოფებოდა. აქედან 5 000 ჯარისკაცი უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო 3 000 სამოქალაქო სპეციალისტად მუშაობდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ავღანეთში 128 ახალგაზრდა დაიღუპა, 6 უგზოუკვლოდ დაიკარგა, 500 კი დაინვალიდდა.