თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე 23 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა რესტორან " შვიდ დღეში" მოხდა. ჩხუბის შემდეგ.
ახალგაზრდა ბეჭის არეში დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა.
სამართალდამცავებისათვის ცნობილია დამნაშავეთა ვინაობა და მიმდინარეობს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.