სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის არსებული ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომის გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები 14 მსჯავრდებულმა დატოვა. მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
სულ, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე, კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდისგან 27 მსჯავდებული გათავისუფლდა, მათ შორის 22 მსჯავდებული გათავისუფლდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ხოლო 5 ხანდაზმული ასაკის გამო.
2007-2012 წლებში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კომისიამ სულ 11 მსჯავდებული გაათავისუფლა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბება მინიმუმ თვეში ერთხელ.