ქართველი ჟურნალისტი გიგა ლიპარტელიანი, რომელიც რამდენიმე წიგნის ავტორია, ე.წ. კრიმინლაური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მკვლელობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
როგორც მან უკრაინულ ტელეკომპანიაTBI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილის ბანკს `როსისკი კრედიტს~ უსოიანთან და სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ურთიერთობა 1990-იან წლებში ჰქონდა, დღეს კი მათ შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
"დედ ჰასანი მოკლეს მაშინ, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა, 2010 წელს უსოიანს ესროლეს, მაგრამ არ მოკლეს, ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა, ახლა კი, პირდაპირ თავში მოხვდა ტყვია და ის მოკლეს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან. ვინ არის საქართველოს ახალი ხელისუფლება - ეს არის ქურდული, რუსული პროდუქტი. მე წიგნი მაქვს დაწერილი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი მკვლელობების შესახებ. 1990-იან წლებში მან პირადად დაუკვეთა ოთარ და ამირან კვანტრიშვილების მკვლელობა. ამის მტკიცებულებები არსებობს", - განაცხადა ლიპარტელიანმა.