10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ სერიოზულ და ახალ გარემოებებს მიაკვლია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რადისონში" პოლიციელთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ ინციდენტზე არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება ცხელ კვალზე, რის გამოც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შევიდა.
"ახლა გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთა კიდეც სერიოზული და ახალი გარემოებები, თუმცა ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 2012 წლის სექტემბერში მოხდა.