ხვალ, საქართველოს პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პროექტი წარმოადგენს პოლიციელის საქმიანობაში ძირითადი ეთიკური და მორალური პრინციპების ერთობლიობას. ის ეფუძნება გაერო-სა და ევროპის საბჭოს ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს, ასევე, პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ძირითად დებულებებს, სხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ აქტებს.
პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პროექტის პრეზენტაციას სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება