თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ აგარასთან, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის უკიდურესად მარჯვენა მხარეს გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის მძღოლი და ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ათი მგზავრი - მძიმედ დაშავდა. დაშავებულები კატასტროფის ცენტრის მანქანებით თბილისში გადმოიყვანეს.
საქმე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეშვიდე ნაწილით აღიძრა.
გამოძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები